- ივნისი 08, 2026
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
- იანვარი 26, 2025
- , პოლიტიკა
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. როგორც გამოცემა france 24 იუწყება, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიხსნა. გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ქვეყნის ოპოზიციისა და დასავლეთის შეფასებით, ლუკაშენკომ გააყალბა. „ჩვენმა ყველა მოწინააღმდეგემ და მტერმა უნდა გაიგოს: არ გქონდეთ იმედი, ჩვენ არასოდეს გავიმეორებთ იმას, რაც გვქონდა 2020 წელს“, - განაცხადა ლუკაშენკომ პარასკევს.