შაბათი, ივლისი 18, 2026

“დაწიეთ ფასები და დაასრულეთ ომი უკრაინაში”- ტრამპი


“დაწიეთ ფასები და დაასრულეთ ომი უკრაინაში”- ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი დასრულდება, თუ ნავთობის ფასი დაეცემა. როგორც euronews იუწყება, ტრამპმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეომიმართვისას ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას, (opec-ს) სთხოვა, ფასები დაწიონ. ”ახლა ფასი საკმაოდ მაღალია, რომ ეს ომი გაგრძელდეს, თქვენ უნდა დაწიოთ ნავთობის ფასი და დაასრულოთ ომი”, - დასძინა მან. OPEC შედგება ნავთობით მდიდარი 12 ქვეყნისგან, მათ შორის ერაყი, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლებიც ერთობლივად შეადგენენ გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 40%-ს. მათი დიდი წონა, როგორც ბლოკი, ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მკვეთრად იმოქმედონ ნავთობის ფასზე, წარმოების გაზრდით ან შემცირებით.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია