- ივნისი 08, 2026
ზურაბ ჯაფარიძე – დასავლეთი ჩვენგან ელოდება, რომ შევძლებთ, ოლიგარქიის დასრულებას
- ივლისი 03, 2022
- , პოლიტიკა
დასავლეთი ჩვენგან ელოდება, რომ შევძლებთ, ოლიგარქიის დასრულებას, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ელოდება,რომ ხალხი დაიღლება, შესაბამისად, არჩევანი „ჩვენზეა“. “დასავლეთი ელოდება ჩვენგან, რომ შევძლებთ, ოლიგარქიის დასრულებას, ჩვენგან და არა კობახიძეებისგან. ივანიშვილი ელოდება ჩვენგან, რომ დავიღლებით. ჩვენზეა. რომლის მოლოდინს გავამართლებთ“ , - დაწერა მან სოციალურ ქსელში და დააანონსა დღეს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია.