- ივნისი 08, 2026
ზოდიაქოს ნიშნების ხასიათი
- აპრილი 25, 2023
- , პოლიტიკა
მოუთმენლობა: ხანდახან, თქვენს თავში ჩნდება ასეთი აზრი -“მინდა ახლა და აქ, არ მაქვს ლოდინისა და დაგეგმვის დრო!” თავდაჯერებულობა: თუ მაინც გადაწყვიტეთ რაღაც ხანგრძლივი გეგმის შესრულება, ხშირად უგულებელყოფთ რაღაც მნიშვნელოვანს. ქედმაღლობა: ეს თვისება ცუდი ნამდვილად არაა, იგი გვეხმარება კარგი თვითშეფასების შენარჩუნებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ხანდახან, ზემოდან გადმოხედვა კარგ თანამოსაუბრეს დაგაკარგვინებთ. სულით ხორცამდე მატერიალისტი: ეს იმას არ ნიშნავს, რომ კურო ძუნწია. უბრალოდ, მას უყვარს ფული და სტატუსური ნივთების ფლობა. ეჭვიანობა: ცხოვრებაზე მატერიალისტური შეხედულებები, ხანდახან, ადამიანებზეც გადასდის, რაც ზედმეტად ჩაციებული ქცევების გამო ხდება. კარგ პარტნიორს უნდა ენდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაში გჭირდებათ იგი? ზარმაცი: კუროს უნდა, ყველაფერი თავის ტემპში გააკეთოს. თუ დრო ან ადგილი არ შეეფერება, იგი უარს ამბობს ნებისმიერ შემოთავაზებაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მზად არაა. ასე არ უნდა ხდებოდეს. ყბედობა: თქვენთან საუბარი ძალიან საინტერესოა, თუმცა, მეგობრები რისკავენ, როცა საიდუმლოს განდობენ. საპასუხოდ კი მხოლოდ მიიღებენ: “დიდი ამბავი”. თავქარიანობა: ფიგარო აქ, ფიგარო იქ – ასეთი ცვალებადობა ხელს გიშლით როგორც თქვენ, ისე გარშემომყოფებსაც. იპოვეთ საკუთარ თავში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ძალა. საკუთარი აზრის არქონა: ეს ფრაზა იმაზე უარესად ჟღერს, ვიდრე რეალურადაა, მაგრამ მაინც. თქვენზე ზეგავლენა და გადარწმუნება ძალიან მარტივია, ასეთი ადამიანები მანიპულაციების შესანიშნავი მსხვერპლი იქნებიან. მგრძნობიარობა: კირჩხიბის წყენინება ძალიან მარტივია, რაც მის ცხოვრებას ერთ დიდ უბედურებად აქცევს. ორაზროვნება: ასჯერ უნდა დაფიქრდეთ, მერე კიდევ ასჯერ დაფიქრდეთ… თანაც, ყოველი დაფიქრების შემდეგ, მას განწყობა ეცვლება. მოწყვლადობა: სულის ფაქიზი მდგომარეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ ხელს გიშლით, თუმცა, ხელოვნებაში ლამაზად ვლინდება. ეგოცენტრიზმი: არაფერი იზიდავს ლომს იმაზე მეტად, ვიდრე მისი საკუთარი პიროვნება. უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანი წარმატებას არა ინდივიდუალიზმის, არამედ საერთობის დამსახურებით აღწევს. მარტივად მოყვარული: ლომს ყოველთვის ეყვარება ის, ვინც მის ეგოს დაამშვიდებს და თავმოყვარეობაში შეუწყობს ხელს. ამის გამო, მის გვერდით არც ისეთი კარგი ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე. სიამაყე: ამ თვისების უკეთესობისკენ მოქცევა შეიძლება, თუ ფულსა და ყურადღებას ქველმოქმედებისკენ მიმართავთ. მაშინ ყველა აღფრთოვანდება იმით, რასაც თქვენ აკეთებთ. პედანტურობა: თუ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერს სწორად გააკეთებთ, სახელმძღვანელოს მიხედვით, თავად ცხოვრებას გამოტოვებთ. ზედმეტი მომთხოვნელობა: ეს არამხოლოდ ქალწულს, არამედ მის გარშემომყოფებსაც ეხება. ხანდახან, ეს ზედმეტად დამღლელია და ასეთი ადამიანისგან დამალვა გვინდება ხოლმე. ჩაციებულობა: ადამიანების უმეტესობას განიზიდავთ, როცა სიტყვებზე ეკიდებით, არსს კი არ უსმენთ. ყურადღება მიაქციეთ არა წინადადებების ფორმას, არამედ მათ არსს. მერყეობა: სასწორი ყოველთვის იპოვის თავის გასამართლებელ საბუთს და უარს იტყვის ნებისმიერ იდეაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ბრწყინვალედ იდეალური არაა. ასე ტოვებენ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენებს. ზეციურობა: ზოგიერთი სასწორი ფიქრობს, რომ ყოფაცხოვრება მათთვის არაა, ამიტომ მასზე ყურადღების ხარჯვა არ ღირს. გზას ვერ იკვლევენ პრაქტიკულ საკითხებში. უპასუხისმგებლობა: ხანდახან, თქვენი ნდობა შეუძლებელია, რაც თქვენს ურთიერთობებს სტაბილურობას არ მატებს. უნდობი: ხანდახან, მორიელს უჭირს კარგი ადამიანის ახლოს მოშვება. თუმცა, მაშინაც კი, როცა დისტანცია შემცირდება, მაღალი მოთხოვნილებები ისევ დაბრკოლებად რჩება. ბრძოლის ველზე ერთია: მორიელი ფიქრობს, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა, ამიტომ, მარტომ უნდა მიაღწიოს მიზანს. დახმარების თხოვნა მის ძალებს აღემატება. მშვილდოსანი ზედმეტი პირდაპირობა: მშვილდოსანმა არ იცის, რა არის კეთილი ტყუილი, რაც ადამიანებს განიზიდავს. ხანდახან, თქვენი გულწრფელობა არავის სჭირდება! საეჭვო სახის ლიდერული გამოხტომები: საკუთარი თავისკენ ყურადღების მოქცევა და ბრბოს გაძღოლა მშვილდოსანს ნამდვილად შეუძლია. აი, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და საქმის ბოლომდე მიყვანა – არ შეუძლია. ბუზღუნობა: თუ რაღაც რიგზე ვერ მიდის, მაშინვე კატასტროფად აღიქვამთ და ზღვა ნეგატივს მოიტანთ. ნაყინის ბურთულა იატაკზე დაგივარდათ? მორჩა, მთელი დღე ჩაფლავდება! ზედმეტი შრომისმოყვარეობა: თხისრქა თვეების მანძილზე შეიძლება არ შეხვდეს ნათესავებს, თუ სამსახურში მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა. ცუდია ის, რომ სამსახურში ყოველთვის მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას. პრაგმატულობა: სიხარული და სიცილი მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკით შეიძლება. თხისრქების განსაკუთრებული ემოციური თავისებურების გამო, მათ თანაგრძნობის არმქონე უცნაურ ადამიანად მიიჩნევენ. სხვების გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის: ხანდახან, ამაში ცუდი არაფერია, თუ ამას სხვისი თანხმობით აკეთებთ. თუმცა, თუ თანხმობა არ გაქვთ, არც კი ეკითხებით. ინტრიგნობა: მოხერხებულ მანიპულატორს უყვარს უსიამოვნო სიტუაციებში გახვევა მხოლოდ და მხოლოდ გართობის მიზნით. ორგულობა: ხანდახან, მერწყული უფრო მეტადაა მიდრეკილი ღალატისკენ, ვიდრე სხვები, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფანტაზიებს რეალობად აქცევს. ყველასთვის ჭკუის სწავლება: სხვა ადამიანის რჩევის გათვალისწინება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება. სხვებისთვის კი იმ რჩევების მიცემა, რომლებიც არავის უთხოვია, მარტივია! ნაღვლიანობა: თევზების ცხოვრების სტილი იმაში მდგომარეობს, რომ რეგულარულად იწუწუნოს და იტანჯოს. ძალიან მარტივია დადარდიანება, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა კი – რთული. ვერ ცხოვრობს ზრუნვის გარეშე: თუ თევზებს არ უყვარს და არ ეალერსება, იგი თავს უბედურად და არასრულფასოვნად გრძნობს. საკუთარ თავზე დაყრდნობა არ შეუძლია. ცუდი მსმენელი: თუ თევზები სიამოვნებით წუწუნებს სხვებთან, ასეთივე წუწუნის მოსმენას არ აპირებს. ეს მეგობრების გაჩენაში უშლის ხელს. [simple-author-box]