შაბათი, ივლისი 18, 2026

ჟოზეფ ბორელი გურიაში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა


ჟოზეფ ბორელი გურიაში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მწუხარება გამოთქვა გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. "ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი წუხილი. მეწყერის გამო გურიაში გარდაიცვალა ბავშვი. ეს ძალიან მტკივნეულია. დაკარგულ ხალხს ეძებენ. იმედია ჯანმრთელს იპოვით ყველას",_ განაცხადა ბორელმა. ინფორმაციისთვის, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ამ დროისთვის ნაპოვნია სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ორი ადამიანის ცხედარი, რომელთაგან ერთი ბავშვია. მაშველები დაკარგულ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ, 11 ადამიანს კი დახმარება აღმოუჩინეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია