- ივნისი 08, 2026
ზღვის ნობათი ურეკში: „ნიჟარები „ფაფუ“.. აღარაა, სამაგიეროდ ნიგოზი მოგვიტანა“
- ოქტომბერი 21, 2022
- , პოლიტიკა
გურიის ზღვისპირა კურორტ ურეკში, წუხანდელი წვიმის შემდეგ, სანაპირო ზოლზე გამორიყული ნარჩენების, შეშის თუ სხვადასხვა ნივთების უამრავი გროვა ჩანს. _ასეთ დროს, ყველაზე ძალიან, ნიჟარებს ვეძებ-ხოლმე. თან, მრავალი წლის მანძილზე. თუმცა ახლა, „ფაფუუ“, აღარაა . ერთი ცალიც ვერ ვიპოვე. არადა, როგორ მჩუქნიდა ზღვა მუდამ და დღეში კილომეტრებს გავდიოდი, რომ შემეგროვებინა...სამაგიეროდ , ნიგოზი გამორიყა ბლომად და ადგილობრივები დაუზარელად აგროვებენ.. არ არის ნიჟარები.. არის ნიგოზი, _ გვეუბნება ხელოვანი, პროფესიით ექიმ-ფარმაცევტი ლალი თავართქილაძე. ურეკში საკურორტო სეზონი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში გამუდმებით წვიმს და როგორც ჩვენი მეგობარი ქალბატონი გვატყობინებს, სანაპიროსთან დამსვენებლები საერთოდ არ ჩანან. [simple-author-box]