შაბათი, ივლისი 18, 2026

ზღვაში კაცი დაიხრჩო


ზღვაში კაცი დაიხრჩო

ზღვაში კაცი დაიხრჩო. შემთხვევა სარფში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "აჭარა news " ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ზღვაში შენიშნეს კაცი, რომელიც გამოსვლას ვერ ახერხებდა და 112-ში დარეკეს. 40 წლამდე ასაკის კაცი წყლიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. ადგილზე მას აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია