- ივნისი 08, 2026
ზელენსკის თხოვნით, სტოლტენბერგი უკრაინა-NATO-ს საბჭოს იწვევს
- ივლისი 23, 2023
- , პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, სტოლტენბერგი უკრაინა-NATO-ს საბჭოს იწვევს - ამის შესახებ ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა. როგორც ცნობილია, ელჩების დონეზე შეხვედრა ოთხშაბათს, 26 ივლისს გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინაში განვითარებული "ბოლო მოვლენები და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირება" იქნება.