შაბათი, ივლისი 18, 2026

ზელენსკის ორეული


ზელენსკის ორეული

გაგიკვირდებათ და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ორეული ჰყავს. უზბეკეთის მცხოვრები უმიდ ისაბაევი უკრაინის პრეზიდენტს ძალიან ჰგავს. როგორც ზელენსკის ორეული ამბობს, უკრაინის ლიდერს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კინოში მუშაობის დრო აღარ რჩება და მზად არის ზელენსკი ამ ამპლუაში ჩაანაცვლოს. უმიდი დარწმუნებულია, რომ კომედიურ როლებს კარგად ითამაშებს, თუმცა იმ პირობით, თუ სცენებში ღორის ხორცის ჭამა არ მოუწევს. „მე მას მხოლოდ გარეგნულად არ ვგავარ. მის მსგავსად, მეც ცუდად ვლაპარაკობ უკრაინულად, ვაღმერთებ ტომ კრუზს და უზბეკეთში, ქორწილებში წამყვანი ვიყავი“, - ამბობს ზელენსკის ორეული, რომელიც ამჟამად მოსკოვში ავტომღებავად მუშაობს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია