- ივნისი 08, 2026
ზელენსკი: უკრაინა საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ სანქციებს ამზადებს
- დეკემბერი 05, 2024
- , პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას pravda.ua ავრცელებს. „უბრალოდ სამარცხვინოა, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როცა მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად განსაზღვრავს ვისთვის მუშაობენ ისინი ახლა თბილისში“,_ დასძინა მან. სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ კიევი ამზადებს „სამართლებრივ რეაქციას“ და პარტნიორებთან ერთად კონკრეტულ ქმედებებზე.