- ივნისი 08, 2026
ზელენსკი: რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობა გაეროს წესდების საფუძველზე
- სექტემბერი 25, 2024
- , პოლიტიკა
„ამ ომის პირველივე წამებიდან რუსეთი აკეთებს ისეთ რამეებს, რაც გაერო-ს წესდებით არ არის გამართლებული“, მაგალითად, „ბავშვების მკვლელობა“ უკრაინაში, _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ომი უბრალოდ ვერ გაქრება, ის ვერ დასრულდება მოლაპარაკებებით, საჭიროა ქმედება და მოუწოდა BRICS-ის ქვეყნებს, იყვნენ სამშვიდობო ძალისხმევის ნაწილი.