- ივნისი 08, 2026
ზაზა გოჩოლეიშვილი ნიგორზღვის სკოლის ერთადერთი პირველკლასელია
- სექტემბერი 16, 2024
- , პოლიტიკა
ნიგორზღვის საჯარო სკოლას წელს ერთი პირველკლასელი ჰყავს, ზაზა გოჩოლეიშვილი. სწორედ მას დაარეკინეს დღეს ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი სკოლის პედაგოგებმა. ნიგორზღვა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთაგორიანი სოფელია, სადაც მოსახლეობის მიგრაცია დიდი ხანია, დაწყებულია. სოფელში დაბადებული ყოველი ახალშობილი ერთგვარი იმედია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება კიდევ დიდხანს იარსებებს. სოფლის ერთადერთ სკოლაში 12 მოსწავლეა და კლასკომპლექტი მუშაობს.