- ივნისი 08, 2026
ზაპოროჟიესთან სოფელი დაბომბეს- განადგურებულია ადმინისტრაციული შენობა
- დეკემბერი 02, 2022
- , პოლიტიკა
რუსეთის ჯარებმა ზაპორიჟიეს რაიონს დაარტყეს. განადგურებულია ერთ-ერთი სოფლის ადმინისტრაციული შენობა. ინფორმაციას ukrinform ავრცელებს. "ზაპორიჟიეს რაიონის ერთ-ერთ თემში სოფელი კვლავ დაბომბეს. დარტყმის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა ადმინისტრაციული შენობა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა", - აცხადებს ოლეკსანდრ სტარუხი, ზაპორიჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი. ამ დროისთვის ადგილზე ტერიტორიას ასუფთავებენ. სტარუხის თქმით, ჩინოვნიკები ახალი, უფრო კომფორტული შენობის პროექტის შემუშავებას იწყებენ.