შაბათი, ივლისი 18, 2026

ზამთრის როგორი სტილი შეგეფერებათ


ზამთრის როგორი სტილი შეგეფერებათ

იდეალურ განწყობას შეგიქმნით ნარინჯისფერი კაშნე და ბეჟისფერი ფეხსაცმელები. ფერუმარილი ზომიერად გამოიყენეთ. თავიდან მოიშორეთ დეპრესიული ფიქრები სიცივესთან დაკავშირებით. ჭყეტელა ფერის სვიტერი და პრინტიანი ქურთუქი ყოველ დღეს დღესასწაულად გადააქცევს. მოგიხდებათ აქლემის ბეწვისფერი პალტო. შეგიძლიათ გაიკეთოთ გულსაბნევი, რომელიც ადვილად მიიქცევს ხალხის ყურადღებას. გამოიყენეთ მბზინვარე აქსესუარებიც. ქალმა მაკიაჟს ყურადღება უნდა მიაქციოს. აირჩიეთ მკვეთრი პომადა და ყურადღების ცენტრში მოხვედრის არ შეგეშინდეთ. ასტროლოგები მამაკაც კირჩხიბებს ორიგინალური აქსესუარების გაკეთებას ურჩევენ. ლომებმა ზამთარში ვარცნილობა უნდა შეიცვალონ, სცადეთ ექსპრიმენტები, თუ ყოველთვის გრძელ თმას ატარებდით რადიკალურად შეიმოკლეთ ან შეიღებეთ. ზამთარი თქვენთვის საინტერესო თავგადასავლად გადაიქცევა თუ ნათელი ფერის სამოსს ჩაიცვამთ. თავზე ჭყეტელა წითელი ბერეტი ან შლიაპა დაიფარეთ. თქვენს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს ზამშეს ფეხსაცმელი. ფერს მნიშვნელობა არ აქვს. საყიდლებზე სპონტანურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. დაივიწყეთ წითელი პომადა. თუ სხვა სეზონებზე ის მიმზიდველს გხდით, თეთრი თოვლის ფონზე სახეს გაგიმკაცრებთ. გადაერთეთ პასტელურ ფერებზე. ეს ცვლილება თქვენს მეგობრებსა და ოჯახისწევრებს გააოცებს. მშვილდოსანი მშვილდოსანმა ქალებმა თმის აქსეუსარები უნდა შეიძინონ. ასტროლოგები მამაკაცებს თემატური ჰალსტუხების გამოყენებას ურჩევენ. ეს ელემენტები თქვენს ინდივიდუალიზმს ხაზს გაუსვამს. ზამთარი თქვენთვის არის შექმნილი. შეიძინეთ ბროწეულისფერი პალტო ან კაშნე. ქალმა თხის რქებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ,,ბლესკი." მერწყულმა ქალებმა ჯერ მოდის ტენდენციებს უნდა გადაავლონ თვალი, შემდეგ კი - გლამურული მაკიაჟი გაიკეთონ. კაცებს კლასიკური სამოსი მოუხდებათ. თევზებს ასტროლოგები ყვითელი და მალინისფერი ტანსაცმლის მორგებას ურჩევენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია