- ივნისი 08, 2026
ზაფხულის სასიყვარულო ჰოროსკოპი
- მაისი 18, 2023
- , პოლიტიკა
უახლოეს მომავალში მომხდარი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ზაფხულის ბოლოს მიხვდებით, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც ბედნიერებისთვისაა საჭირო: უჩვეულო რომანტიკული თავგადასავლები, სიყვარული, ჰარმონია და მეგობრების მხარდაჭერა. ზაფხული სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. დაახლოებით 21 ივლისიდან განვითარებული მოვლენები თქვენს ბედზე იმოქმედებს. ეს იმ სფეროში მოხდება, რომელიც თქვენთვის პირველ ადგილზეა. სიყვარულის სფეროში დიდი წარმატება გელით. 25 ივლისს დაწყებული საქმე აუცილებლად კარგად დამთავრდება. გაითვალისწინეთ! სამსახურში დაძაბული პერიოდი გექნებათ, მაგრამ ივლისის ბოლოდან ენთუზიაზმი და ენერგია მოგემატებათ. თქვენ შეძლებთ თქვენი ინტერესების წარმატებულად განხორციელებას. ამ ზაფხულს იმას შეძლებთ თავისუფლად, რის გაკეთებაც სხვა დროს რთულად გამოგდით. თქვენ ზაფხულში დროს ყველაფრისთვის გამონახავთ: სამსახურისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და პირადი ცხოვრებისთვის. თქვენ ბევრს მუშაობთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, რასაც შეძლებთ კიდეც. თვის ბოლოს თქვენ ნაცნობების წრეს გაიფართოვებთ და უჩვეულო სფეროთი გაერთობით. ნუ დაივიწყებთ ძველ მეგობრებსაც. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაბნეული ხართ და არ გესმით, რა ხდება თქვენს ირგვლივ. ივლისის ბოლოს, როგორც იქნა ამ მდგომარეობას დააღწევთ თავს და ღირსეულად დახვდებით ცხოვრების გამოწვევებს. ყველაზე მთავარი - რეალობას ნუ აღიქვამთ მტკივნეულად და ყველაფერი კარგად იქნება. ამჟამად, თქვენ ბოლომდე კარიერით ხართ გატაცებული. ვარსკვლავები კეთილად არიან განწყობილი თქვენს მიმართ, რაც მატერიალური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში გამოიხატება. ამიტომ, არ გაუშვათ ხელიდან ახალი შემოთავაზებები. მშვილდოსანი ზაფხულის ბოლოს ფინანსების მატებაა მოსალოდნელი. მიიღეთ ბევრი ხილი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თქვენ სულიერად იზრდებით, ეს კი ნაყოფს გამოიღებს. რთული სიტუაციებიდან გამოსავალს ადვილად იპოვით. წარმატება გელით კარიერაში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. აგვისტოში ახალი ნაცნობობისთვის მოემზადეთ... კარგი პერიოდია ოჯახის გასამყარებლად. გაატარეთ მეტი დრო ბუნებაში საყვარელ ადამიანებთან ერთად. იწყება პერიოდი, რომელშიც ყველაფერი გაურკვევლადაა. მოვლენები ვულკანივით სწრაფად დაგაცხრებათ თავს. სტაბილურობა დაივიწყეთ. აგვისტოში სიტუაცია ნელ-ნელა დაწყნარდება. ცვლილებებს მომზადებული შეხვდით და კონტროლი არ დაკარგოთ. [simple-author-box]