შაბათი, ივლისი 18, 2026

ხვიჩა კვარაცხელია: რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ


ხვიჩა კვარაცხელია: რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ

პორტუგალიასთან შეხვედრის წინა პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამაც. „მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ პორტუგალიასთან მატჩზე. წინა თამაშებზე კი ვიტყვი, რომ მეტს ვიმსახურებდით. რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ. ოცნებები ხდება. იმედია, თამაშიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და მისი მაისურიც ჩემკენ წამოვა. რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები ვართ. ერთი პროცენტიც თუ გაქვს შანსი, ისიც უნდა გამოიყენო. პორტუგალიას ვაფასებთ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მათ ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ. ასე იყო თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრებშიც. წინა მატჩებში ბოლო წუთებზე გამოუყენებულმა მომენტებმა გამოცდილება შეგვძინა. შესაძლოა, მათ სურათი შეეცვალა, ახლა კი ვარჯიშებზე ამისთვის ვემზადებით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია