- ივნისი 08, 2026
ხვალიდან, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება
- მარტი 17, 2020
- , პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პიკის თავიდან არიდების მიზნით, ხვალიდან, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. როგორც პრემიერმა განაცხადა, კორონავრუსის გავრცელების რისკი მიკროავტობუსებში უფრო მაღალია, რადგან უფრო მეტი სიმჭიდროვეა, ვიდრე სხვა მუნიციპალურ ტრანსპორტში. პრემიერის განცხადებით, მთავრობის რეკომენდაციების შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.