შაბათი, ივლისი 18, 2026

ხვალიდან კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილი უქმდება


ხვალიდან კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილი უქმდება

ხვალიდან კოვიდრეგულაციები დიდი ნაწილი უქმდება. უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში, რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR-ტესტის გარეშე. ხვალიდანვე, ე.წ. დისტანციურ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ეს გადაწყვეტილებები ქვეყანაში არსებული სტაბილური ეპიდვითარებით განმარტეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია