შაბათი, ივლისი 18, 2026

ხუთი ოქრო, სამი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო ოზურგეთელ მოჭიდავეებს


ხუთი ოქრო, სამი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო ოზურგეთელ მოჭიდავეებს

27-29 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, უმცროს ჭაბუკებს შორის, ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში, შაქრო ტუღუშისა და იური ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ ხუთი ოქრო, ორი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო წამოიღეს. ნიკოლოზ კუტუბიძე ( 38 კგ) I ადგილი, რეზი გუჯაბიძე ( 48კგ) I ადგილი, მათე დავიდოვი ( 52 კგ) I ადგილი, ცოტნე კოჩალიძე ( 55 კგ) I ადგილი, კობა ჯორბენაძე (61 კგ) I ადგილი, გეგა გირკელიძე ( 29 კგ) II ადგილი, დავით მხეიძე ( 48 კგ) II ადგილი, რომა მალაზონია ( 61 კგ) II ადგილი, დავით დოლიძე ( 20 კგ) III ადგილი, ლაშა ივანაძე ( 20კგ) III ადგილი, გიორგი მათითაიშვილი ( 32კგ) III ადგილი, მათე ჩხაიძე ( 38 კგ) III ადგილი, დავითი გობრონიძე ( 41 კგ) III ადგილი, სერგო ხითარიანი ( 41-კგ) III ადგილი, ლუკა ვანაძე ( 61კგ) III ადგილი. ნაკრები გუნდი შეჯიბრისთვის მწრთვნელებმა : ლაშა გუჯაბიძემ, კობა ბალავინოვმა, ძმებმა ზურაბიანებმა, გურამ მაჭარაშვილმა, ფრიდონ და გურამ აბაშიძეებმა, ლაშა ქადეიშვილმა, თენგიზ მუჯირმა და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია