- ივნისი 08, 2026
ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ერთი პირი დააკავეს
- ივლისი 26, 2025
- , პოლიტიკა
ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში, გუშინ, 25 ივლისს მოხდა. როგორც ირკვევა, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი _ დედა-შვილს. დაშავებულები სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვი გამთენიისას დაიღუპა. რაც შეეხება დედას, ჩვენი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.