- ივნისი 08, 2026
ხობში ევროპული საქართველოს პლაკატები ჩამოხიეს
- სექტემბერი 25, 2021
- , პოლიტიკა
ხობში "ევროპული საქართველოს" კანდიდატების პლაკატები ჩამოხიეს. ინფორმაციას ფოტოსთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მამუკა ჭოხონელიძე ავრცელებს. მისი თქმით, ჩამოხეულია მისი და მერობის კანდიდატის პლაკატები. "უბრალოდ, სორცხვილია _ ,,ევროპული საქართველოს" პლაკატებზე ტოტალური ნადირობა დაიწყო. პრაგმატულობიდან გამომდინარე, მინიმალური რაოდენობის პლაკატი დაიბეჭდა ჩვენს პარტიაში, ჩემი და ლაშასი და მოკრძალებულად არის გაკრული, უმოწყალოდ ხევენ... მერედა ვინ ხევს?!" _ წერს ჭოხონელიძე. ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 7. 1 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია და კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული. [sexy_author_bio]