- ივნისი 08, 2026
ხობში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
- იანვარი 16, 2024
- , პოლიტიკა
ხობში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მსუბუქ ავტომობილს, რომელიც სენაკის მიმართულებით მიდიოდა, ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ცნობილია, მგზავრებმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს და შესაბამისად, არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ლოკალიზებაც მალე შეძლო. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. [simple-author-box]