შაბათი, ივლისი 18, 2026

ხმაური ბათუმის იუსტიციის სახლთან


ხმაური ბათუმის იუსტიციის სახლთან

ხმაურია ბათუმის იუსტიციის სახლთან. აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე მე-12 დღეა უწყვეტ რეჟიმში ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, იუსტიციის სახლში მივიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საჯარო უწყებებზე დგას და სწორედ მათი როლია გადამწყვეტი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომიტინგეების განცხადებით, სამართალდამცავებმა მათ შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პროტესტის მონაწილეები პოლიციისგან ადამიანებზე ძალადობისა და დაკავებების ფაქტებზე განმარტებებს ითხოვდნენ და მათ ვალდებულების შესრულებისკენ, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებდნენ. წყარო: ajaratv



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია