- ივნისი 08, 2026
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
- დეკემბერი 13, 2023
- , პოლიტიკა
ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 5 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს. სატვირთო ავტომობილი დალუქულია და გადაყვანილია ხონის საქმიან ეზოში. ბრაკონიერების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება.