შაბათი, ივლისი 18, 2026

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გურიაში


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გურიაში

თებერვალში, გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 9 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. სულ კი, თებერვლის თვეში ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სამართალდარღვევის 74 ფაქტია გამოვლენილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია