- ივნისი 08, 2026
ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი
- ოქტომბერი 02, 2024
- , პოლიტიკა
შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. "ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში, სამართალდამრღვევის საკარმიდამო ნაკვეთში დამონტაჟებული რეგისტრირებული სახერხი-საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი. რეგისტრირებული სახერხი საამქრო დაილუქა; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში",_ აცხადებენ სატყეო სამსახურში.