შაბათი, ივლისი 18, 2026

„ხელნაკეთი დამტენით დაიღუპა“- რა გახდა  ურეკში გარდაცვლილი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი


„ხელნაკეთი დამტენით დაიღუპა“- რა გახდა  ურეკში გარდაცვლილი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი

14 აგვისტოს, ურეკში დაღუპული 21 წლის ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი ელექტროდენი გახდა. უფრო კონკრეტულად „გურია ნიუსს“ სანდო წყარო ესაუბრა: _ტელეფონისთვის ხელნაკეტი დამტენი ჰქონია. ეტყობა, მავთული არ იყო კარგად იზოლირებული და ჩართვის დროს სიფრთხილე ვერ გამოიჩინა... საცოდაობაა. დილით, ადრე, მავთულთან ახლოს უნახავთ გარდაცვლილი, _ გვეუბნება წყარო. 21 წლის გ.პ. ჩვენი წყაროსავე თქმით, ურეკის მახლობლად მდებარე სოფლიდან იყო. ერთ-ერთ სასტუმროში მზარეულად მუშაობდა. ამ დროისთვის უკვე გადასვენებულია საკუთარ სახლში. „გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია