- ივნისი 08, 2026
ხარაგაულში თოვლი მოვიდა
- თებერვალი 13, 2023
- , პოლიტიკა
თებერვალში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საზრუნავი მოუმატა. მძიმე ტექნიკა დილიდან გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის დავალებით, ამ წუთებში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ძირულა-ხარაგაულის დამაკავშირებელ მონაკვეთზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ინფორმაციით გზა იწმინდება ასევე ხარაგაული-ზესტაფონის მიმართულებით. სამუშაოებს შპს ,,ბორანი" ასრულებს. , "ხარაგაულის მერია უშუალო კონტაქტშია მერის წარმომადგენლებთან და შესაბამისი ტექნიკა დროულად მიემართება იქ, სადაც უხვი ნალექი გადაადგილების პრობლემას შექმნის,"- განუცხადეს "გურია ნიუსს" ხარაგაულის მერიაში. [simple-author-box]