- ივნისი 08, 2026
ხარაგაულის გიმნაზიის კურსდამთავრებულები ქართულის გამოცდაში მაღალი ქულებით გამოირჩნენ
- აგვისტო 01, 2023
- , პოლიტიკა
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ წარჩინებული კურსდამთავრებულების შედეგები გამოაქვეყნა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სადაც მაღალი შეფასებები დაიმსახურეს: თაკო სებისკვერაძემ - 54 ქულა; ქეთევან მანჯავიძემ - 53 ქულა; დათო ლომსაძემ - 51 ქულა; გიორგი კალანდაძემ - 51ქულა; თედო სებისკვერაძემ - 50 ქულა; ქრისტინე ლაცაბიძემ 50 ქულა; ლუკა იჩქიტიძემ - 50 ქულა. ,, ამაყები ვართ ჩვენი წლევანდელი კურსდამთავრებულების შედეგებით. მომდევნო გამოცდებში ყველა მათგანს მაღალ ქულებს და კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებთ"- წერს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ადმინისტრაცია. [simple-author-box]