- ივნისი 08, 2026
ხანძარი მარნეულში
- აგვისტო 30, 2022
- , პოლიტიკა
ხანძარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში. ამის შესახებ ინფორმაციას Marneuli tv ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 16:00 საათისთვის ხანძარი გაჩნდა შაუმიანის მიმდებარედ, ცეცხლი სარალის მხრიდან გადმოვიდა და ბუჩქნარს მოედო. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზაციას ახერხებენ. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.