შაბათი, ივლისი 18, 2026

ხაბეიშვილის გამო სიდედრი ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა – ზარქუა


ხაბეიშვილის გამო სიდედრი ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა – ზარქუა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილს „შემდგარი მასხარა“ უწოდა.„ვუსმენდი, როგორ დავარქვა ახლა, კი ბატონო, კოლეგა ხაბეიშვილს ე.ი. წლიდან წლამდე ლიდერია ამ ნომინაციაში, იცით თქვენ, რომ საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა და ისევ აგრძელებს ამ თემას. ეგ რა არის მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ და იცით, რაში დაიმსახურა ეს ნომინაცია? 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, რომ ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმა 2016 წელსო. აღმოჩნდა, რომ ის ხალხი 70-იანი წლებიდან ცხოვრობს იქ, დაბადებულიც არ ვიყავი. ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა სიდედრი ამის გამო. გვიჩივლა და პროკურატურაში დავდიოდით ამ ჩვენების მისაცემად. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა და იმავეს აგრძელებს. ახლა, გამახსენდა, ივანიშვილმა რაჭის ტყეები მიითვისაო. აი, ამ კატეგორიასა და ნომინაციაშია ეს ადამიანი ლიდერი. ახლა, ბატონ ირაკლი კობახიძეზე თქვა, არშემდგარი ადამიანიაო. ვინ თქვა ეს ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიღო განათლება, ხარისხი დაიცვა და ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია. ვინ ლაპარაკობს არშემდგარი ადამიანიაო? ხაბეიშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში შემდგარი მასხარაა, მაგრამ კარგი, ამაზე მეტს არ გავჩერდები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია