- ივნისი 08, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დეკემბერი 08, 2023
- , პოლიტიკა
იმისათვის რომ მომავალში სანანებელი არ გახდეს თქვენი დღევანდელი ქმედება, კარგად აწონდაწონეთ ყოველივე. ნუ გადაერთვებით საქმიანობის ერთი სფეროდან სხვაზე. სანამ ბოლომდეა რ მიიყვანთ დაწყებულს. მიზნის მისაღწევად საჭიროა ენასკბილი დააჭიროთ და არ გათქვათ წინასწარ თქვენი გეგმები. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია პოზიტიური ტენდენციები, თუმცა არაკეთილმოსურნე ადამიანთა გამოხტომებთანაც მოგიწევთ გამკლავება. იზრუნეთ თქვენი სულიერი სამყაროს გაჯანსაღებაზე და მიჰყევით ცხოვრების დინებას, იყავით ყურადღებით და ფხიზლად, რათა მხედველობის არეალიდან არ გაგეპაროთ მოსალოდნელი იღბლიანი შანსები. მოერიდეთ დაუფიქრებელ სიტყვებსა და გადაწყვეტილებებს, თავდაჭერილობა და გონიერება გამარჯვებას მოგიტანთ ყველგან და ყველაფერში. წარმატების აღსანიშნავად კი გამართეთ საოჯახო მხიარული ვახშამი. მნიშვნელოვანი და კარიერული საკითხებს გადასაწყვეტად სასიკეთო დრო დგება. საქმიან სფეროში არსებული სირთულეების მიუხედავად თქვენ საკმარისი ძალები გექნებათ წარმატების მწვერვალზე ასასვლევად. შესაძლოა ახალმა პერსპექტივებმა თავბრუ დაგახვიოთ, გაიხარებთ ახალი შესაძლებლობებით, მაგრამ ნუ გაყოყოჩდებით და ქედმაღლურად ნუ დაუწყებთ ყურებას ირგვლივმყოფებს, გამოიჩინეთ კეთილგონიერება და თავმდაბლობა. საქმიან სფეროში შესაძლოა გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ იჩინოს თავი. სჯობს კარგად გააანალიზოთ თითოეული შემოთავაზება და დეტალურად გაიაზროთ თქვენი გადადგმული ნაბიჯების შედეგი. წარმატებული იქნება თითეოეული გადადგმული ნაბიჯი ჩანაფიქრების რეალიზებისკენ. კარგად წარიმართება მოლაპარაკებები, შეხვედრები. არ დაივიწყოთ თქვენთვის საყვარელი ადამიანები. მშვილდოსანო თუ წინდახედულად და სწრაფად იმოქმედებთ, თქვენ გაიმარჯვებთ. გაუმჯობესდება ხელმძღვანელობასთან თქვენი ურთიერთობა და მოიმატებს მათი ნდობა თქვენდამი. შესაძლოა ახალი მნიშვნელოვანი შემოთავაზებაც მიიღოთ. მოლაპარაკებებმა და ზღვა ინფორმაციაზე მუშაობამ შესაძლოა წაიღოს მთელი თქვენი დრო და ენერგია. სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები და თანმიმდევრული გეგმებით მიჰყევით საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამაოდ ჩაივლის თქვენი ძალისხმევა. შეეცადეთ მოაწესრიგოთ ურთიერთობები კოლეგებთან და არ აჰყვეთ კამათსა თუ კონფლიქტურ შემოტევებს. იზრუნეთ გარემოში მშვიდი და პოზიტირი ატმოსფეროს შექმნაზე. გადახედეთ თქვენს გეგმებს და პერსპექტივებს, თუ გარკვეული უთანხმოებები ან პრეტენზიები გაქვთ უფროსობასთან, შეეცადეთ მოაგვაროთ და გარკვეულობა შეიტანოთ ურთიერთობებში. იმოქმედეთ მშვიდად და თავდჯერებულად.