- ივნისი 08, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დეკემბერი 06, 2023
- , პოლიტიკა
შესაძლოა სასწრაფოდ მოგიწიოთ სადმე გამგზავრება, მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშრებით გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა. კარგი დროა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდების ჩასაბარებლად. იმოქმედეთ მოკლევადიანი სტრატეგიით, ეს დღე დიდ ემოციურ და ფიზიკურ ძალებს მოითხოვს თქვენან. შესაძლოა გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებიც გქონდეთ. ნუ მოაწერთ ხელს ხელშეკრულებებს, რომელიც გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე. შეაქეთ საკუთრი თავი და დაკმაყოფილდით ყოველდღიური პატარ-პატარა მიღწევებით. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და ნუ აჰყვებით ილუზიებს, გაუსწორეთ თვალი რეალობას და ირწმუნეთ თქვენივე ძალების, რადგან იმაზე მეტი შეგიძლიათ ვიდრე წარმოგიდგენიათ. ძირეული ცვლილებების ეტაპს გადიხართ, ირღვევა რაღაც ძველი და დრომოჭმული. გაათავისუფლეთ სივრცე გაბზარული, გატეხილი ნივთებისგან, მიეცით თქვენ ენერგიას გამოვლენის საშუალება. დაწვით, მოიცილეთ ყველაფერი რაც ხელს გიშლით წინსვლაში. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებსა და მინიშნებებს, იყავით მეტად დაკვირვებული გარემომცველი სამყაროს მიმართ. არაფერი ტყუილა არ ხდება, ყველა მოვლენა ამ სამყაროში გარკვეულ იდეას ემსახურება. დღეს საქმეების მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა და ენერგია დაგჭირდებათ. შეინარჩუბნეთ სიმშვიდე და დატვირთული დღის შემდეგ მიეცით თავს დასვენებისა და განტვირთვის საშუალება. აქტუალური ხდება ფინანსური საკითხები, პარტნიორებთან გაუგებრობების ალბათობა მატულობს. ახლა საქმეების გარკვევის დრო არ არის, დაელოდეთ უკეთეს, ხელსაყრელ მომენტს. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, ინტუიცია დაგეხმარებათ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. დაივიწყეთ თქვენი ეგოიზმი და გაითვალისწინეთ გამოცდილი, ავტორიტეტული ადამიანების რჩევები. ნუ შეეცდებით ინტრიგებითა და სხვების გასულელებით წარმატების მიღწევას. იყავით სამართლიანი და სუფთა პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. დღეს ჯობია თავი შეიკაოთ მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვისა და რეფორმებისგან, ასევე არ არის ხელსაყრელი დრო არც შენაძენისა და ახალი ნაცნობობისთვის. ეცადეთ განამტკიცოთ მიღწეული და დაასრულოთ ძველი ვალდებულებები. სახლსა თუ სამსახურში დაგროვილი საქმეები არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას. ახლა მთავარია დააბალანსოთ საოჯახო და კარიერული საკითხები და სწორად გადაანაწილოთ დრო.