შაბათი, ივლისი 18, 2026

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი


ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის ალბათობაა, ნუ გადადებთ საოჯახო საქმეებს და იზრუნეთ პრობლემების მშვიდობიან მოგვარებაზე. კურო - მოსალოდნელია საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ და მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელი. ტყუპები - სასიამოვნო საჩუქარი და სასიამოვნო სიახლე გელოდებათ პირად ურთერთობაში. კირჩხიბი - მებრძოლი სული და შეუპოვრობა ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებას მოგიტანთ და ძალასაც დაანახებთ თქვენს ოპონენტებს. ლომი - ურთიერთობებში მოულოდნელ პოზიტიურ შემობრუნებას ელოდეთ. ქალწული - არ ღირს ყოველდღიურ წვრილმანებზე შფოთი და აყალმაყალი, დამშვიდდით და გამოიძინეთ. სასწორი - ნუ დაგეგმავთ რომანტიულ შეხვედრას. მიხედეთ თქვენს ყოველდღიურ საქმეებს. მორიელი - უფროსობისა და კოლეგების აშკარა პატივისცემასა და დაფასებას გულწრფელი მადლიერებით შეხვდებით, მაგრამ დიდი პატივი ნუ გაგაყოყოჩებთ, ტემპი არ შეანელოთ. მშვილდოსანი - მაქსიმალური შედეგისა და მოგების მისაღებად მეტი მოქნილობა და სითამამე გჭირდებათ. თხის რქა - თავს ნუ მოიტყუებთ, ნუ ეცდებით შელამაზებულად წარმოაჩინოთ სინამდვილე, იყავით ლმობიერი სხვების მიმართ. მერწყული - დღეს მოსალოდნელია არჩევანის წინაშე დადგეთ და რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. თევზები - ზომიერება და ისევ ზომიერება საქმეებში. ყური მიუგდეთ საკუთარ თავს და დაზოგეთ ძალები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია