- ივნისი 08, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- მარტი 05, 2025
- , პოლიტიკა
დღეს, ეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ, გამოიყენეთ თქვენი მომხიბვლელობა თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების მოსაზიდად. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვათა აგრესიულ გამოხტომებს, ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ მოთმინებით მეტ სარგებელს ნახავთ. გულს ნუ გაიტეხთ, ჯერ ადრეა ფარ-ხმლის დაყრა, პირად ურთიერთობებშიც და სამსახურშიც, მალე, უკეთესი პერიოდი დადგება. სტაბილურობა, თანმიმდევრულობა და სიმტკიცე საქმიან სფეროში კარგის მაჩვენებელია, თუმცა ყველაფერს ერთად ნუ მოინდომებთ. რთული და მნიშვნელოვანი ბრძოლა გელით წინ, წარსულისა და დაკარგულის დასაბრუნებლად. ეს ახლა რეალურად შესაძლებელია. დახმარება თქვენივე თავში ეძებეთ, ახლა, სჯობს, საკუთარი ძალებით იმოქმედოთ და ნუ დაელოდებით სხვებს. ერთი შეხედვით, ვნებათაღელვა და მხიარული რომანი შესაძლოა, ნერვული აშლილობის მიზეზი გახდეს და პირიქით, გამართლება სიყვარულში ყოველ განსაცდელს გადაგატანინებთ. უარი თქვით სასიყვარულო ინტრიგებზე და სულელურ გართობაზე. ფუჭად ნუ დაკარგავთ თქვენს ენერგიას და გააკეთეთ რაიმე ღირებული. მშვილდოსანი შეეცადეთ, იყოთ ფორმაში, რათა სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოთ ყველა ადამიანზე. არის ალბათობა, რომ გარშემომყოფთაგან თქვენთვის საჭირო გავლენიან პერსონას აღმოაჩენთ. ზედმეტი სერიოზულობის, ცხოვრებისეულ საკითხებში ზედმეტად ჩაღრმავების, კომპლექსების, შეზღუდვების მარწუხებისგან გათავისუფლდით, წინ წამოსწიეთ იმედი და ოპტიმიზმი. ნუ დაემდურებით ბედს, ყურადღება მიაქციეთ ცხოვრებისგან მოცემულ სიურპრიზებს, პატარ-პატარა წარმატებებს. მადლიერი იყავით იმის, რაც გაგაჩნიათ. ისწავლეთ, თუ როგორ გამოიყენოთ თქვენი ნიჭი უკეთესად, დააკვირდით ირგვლივ მყოფ ადამიანებს და გამოიყენეთ მათი გამოცდილებები უკეთესი შედეგების მისაღწევად.