- ივნისი 08, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ივლისი 05, 2024
- , პოლიტიკა
ვერძი – კარგი იქნება თუ სილამაზის სალონს ესტუმრებით და იმიჯს შეიცვლით. თუ მოდის სფეროში კარგად ვერ ერკვევით, სხვებს ჰკითხეთ რჩევები. მეორე ნახევრისაგან დამატებით ყურადღებას მიიღებთ. კურო – დღეს მატერიალურ პრობლემებს ადვილად გადაჭრით. კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად. თქვენი საქმიანობითა და პროფესია კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ტყუპები – წარმატებული და იღბლიანი დღე გელოდებათ. საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალება მოგეცემათ. კირჩხიბი – საქმიანი დღე გელოდებათ. თანამშრომლებთან და საქმიან პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა მოგიწევთ. დაუჯერეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ლომი – დღეს თამამად შეგიძლიათ ენდოთ ინტუიციას. ოჯახის წევრებისგან დიდ ყურადღებას, მატერიალურ მხარდაჭერას, ან რაიმე საჩუქარს მიიღებთ. ქალწული – კარგი დღეა ცოლ–ქმრული და სასიყვარულო ურთიერთობის მოსაგვარებლად. ნაკლები იფიქრეთ სამსახურზე და თავს გართობისა და დასვენების უფლება მიეცით. სასწორი – დღეს სიმშვიდის შენარჩუნება უნდა შეძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოჭარბებული ემოციები საქმიანობაში ხელს შეგიშლით. მორიელი – დღის გრაფიკი დილასვე დადგეგმეთ და გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. თამამად გამოამჟღავნეთ თქვენი შესაძლებლობები. მშვილდოსანი – დროა მომავალზე იფიქროთ. გახსოვდეთ, სანდო ადამიანები და მეგობრები დახმარებისათვის ყოველთვის მზად არიან. საქმიანი მოლაპარაკებები და შეხვედრები თქვენთვის სასურველი შედეგებით დასრულდება. თხის რქა – დღეს თქვენი თავდაჯერებულობა გაიზრდება, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში გამოგადგებათ. სანამ რაიმე ქმედებას წამოიწყებდეთ, წინასწარ დაფიქრდით შესაძლო შედეგებზე. თანამშრომლებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. მერწყული – დღეს მულოდნელი ხარჯების გაღება მოგიწევთ. თუ კერძო ბიზნესის მფლობელი ხართ, საგადასახადო ოპერაციების შესრულებისას სიფრტხილე და ყურადღება გამოიჩინეთ. თევზები – დღეს შეგიძლიათ პრობლემები დაივიწყოთ და სასიამოვნო საქმით დაკავდეთ. რისკიანი ქმედებები კარგ შედეგებს მოგიტანთ.