- ივნისი 08, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- აპრილი 18, 2024
- , პოლიტიკა
შესაძლოა დახმარება დასჭირდეთ თქვენს მშობლებს ან ასაკოვან ოჯახის წევრებს, რაც თქვენგან გაუთვალისწინებელი ფინანსურ ხარჯებს და ყურადღებას მოითხოვს. მეტი ყურაღება დაუთმეთ ჯანმრთელობის თემას. თუ ბიზნესსაქმიანობით ხართ დაკავებული, დიდი ალბათობით ხარჯების შემცირება მოგიწევთ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მოიგოთ დრო და როგორ მოერგოთ ახალ მოთხოვნებსა და გამოწვევებს. დიდი ალბათობით თქვენ ვერ შეძლებთ თანამოაზრეების მხარდაჭერას ახალ პროექტებთან დაკავშირებით,მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ მალე ისევ მოგიწევთ პროექტთან დაბრუნება და მცირე კორექტირების შემდეგ მისი წარმატებით რეალიზება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვისას და ზოგადად ფხიზლად იყავით გზებზე. შესაძლოა მოულოდნელად ახალი ფინანსური წყარო გაგიჩნდეთ, ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებსა და სიახლეებს. მცირე კონფლიქტებია მოსალოდნელი შვილებთან ან თქვენს და-ძმებთან ურთიერთობაში, სავარაუდოდ მიზეზი განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები იქნება. იყავით გამგები და გამოიჩინეთ გულისხმიერება. მშვიდი დღეა, დაფიქრდით ფინანსური მდგომარეობის გაუჯობესებაზე, ეძიეთ დამატებითი შემოსავლის წყაროები და შეეცადეთ გარკვეული თანხა გადადოთ სამომავლოდ. კარგი დროა ახლობელ ადამიანებთან თბილი და ჰარმონიული ურთიერთობებისათვის, შესაძლოა ოჯახის ახალი წევრის მატებასთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავი შეიტყოთ, რაც გაახალისებს თქვენს ცხოვრებას. თქვენი დამაჯერებელი ტონი კარგ სარგებელს და წარმატებას მოგიტანთ სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში. წარმატება გელით აგრეთვე პროფესიულ საქმეებზე კამათსა და დისკუსიებში. მშვილდოსანი იყავით თავშეკავებული და დიპლომატიური ყველგან, განსაკუთრებით კი სამსახურეობრივი გაუგებრობების შემთხვევაში. შეეცადეთ თქვენი განსხვავებული აზროვნება და მიდგომები არ ატარებდეს ნეგატიურ ხასიათს. შესაძლოა ნეგატიური შეფასებები დაიმსახუროთ სამსახურში და გაგიჭირდეთ ამის მოთმენა, ეს არა მარტო თქვენი დაბნეულობის, არამედ ირგვლივ გამეფებული ნევროზული ფონის შედეგია, გაიღიმეთ, ყველაფერი მალე დალაგდება. თქვენი ძალისხმევა და შრომა იმ შედეგების მომტანი არ იქნება რასაც ელოდით, მაგრამ გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ სხვებთან შედარებით. ეს კი ნამდვილად დასაფასებელი და საყურადღებოა. მხოლოდ მოთმინება და გონიერება იქნება საჭირო, რომ თავი დააღწიოთ სამსახურში მომაბეზრებელ კოლეგასთან საქმეების გარჩევას, მისი უვიცობის ღიად გამოხატვა მხოლოდ დააზარალებს ახლა თქვენს ავტორიტეტსა და რეპუტაციას.