შაბათი, ივლისი 18, 2026

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი


ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მიუძღვენით ეს დღე საკუთარ თავს, გაინებივრეთ თავი, გაილამაზეთ ყოველდღიურობა, შეხვდით საინტერესო ადამიანებს. ცდუნებების ალბათობაა, ამ ეტაპზე სჯობს გონიერება და გეგმიური ქმედებები, ნუ აჰყვებით გრძნობებსა და ემოციებს. მრავალი შესაძლებლობა გამოჩნდება თქვენს ჰორიზონტებზე, კარიერული წინსვლისა და პირადი ცხოვრების მოსაწყობად. ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანებსა და საოჯახო საქმეებს, რომლებიც საკმაოდ დაგროვდა, დროა ყველაფერის ადგილი მიუჩინოთ. დღეს შესაძლოა მეგობრებმა მოგმართონ დახმარებისთვის, იყავით გულისხმიერი და ნუ გაუცრუებთ მათ იმედებს. ემოციური დისბალანსი და კონკრეტულ საკითებში გაურკვევლობა ძალიან დამღლელია და ნეგატიურად აისახება თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე. ერიდეთ კამათს და გარჩევებს, მაგრამ დაანახეთ ყველას თუ რა შეგიძლიათ თქვენი ღირსების დასაფასებლად. სირთულეები მალე გაივლის. თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ მეგობრებს და საყვარელ ადამიანს, ისინი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც მხარს დაგიჭერენ. მშვილდოსანი დღეს მოსალოდნელია გარკვეული სახის სიახლე საქმიან სფეროში. განწყობის მიუხედავად თავი ხელში აიყვანეთ და უარი არ თქვათ შემოთავაზებაზე. ენდეთ მეგობრებს, უარს ნუ იტყვით მათ შემოთავაზებულ რჩევებსა და წინადადებებზე. წარსული აგაფორიაქებთ, იყავით მიმტევებელი სხვების მიმართ და არც საკუთარი თავი დაივიწყოთ. მიუტევეთ თქვენს თავსაც ძველი შეცდომები. გადაანაწილეთ თქვენი ძალები ისე, რომ შეძლოთ საქმეების მოწესრიგება სახლშიც და სამსახურშიც. ნუ გადადებთ ამას სამომავლოდ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია