- ივნისი 08, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- მარტი 12, 2024
- , პოლიტიკა
გულმოდგინედ შეიმუშავეთ სამომავლო სამოქმედო გეგმა და გაითვალისწინეთ შეძლებისდაგვარად ყოველი დეტალი. ნუ ენდობით ბრმად დაპირებებს, იყავით ფრთხილი და წინდახედული, რათა თავი არ ამოჰყოთ მოულოდნელ გაუგებრობაში ან ჩიხში არ აღმოჩნდეთ. მოსალოდნელია გარკვეული ტიპის სიძნელეები, მაგრამ თქვენ შეძლებთ წარმატებით მათ გადალახვას და სასურველსაც მიაღწევთ. დღეს ბევრ ისეთ საქმეში შეგიძლიათ ჩაერთოთ რომელიც მეცნიერულ და პროფესიულ საკითხებს უკავშირდება, თქვენი ოცნებები ფრთებს შეისხავს, თუ ენერგიას სწორად მიმართავთ და წვრილმანებზე არ გაიფანტებით. კარგად დაფიქრდით და ნუ ჩაერთვებით ყველა უსარგებლო საქმეში, ნუ გაფლანგავთ თქვენს ენერგიასა და უნარებს არაფრისმომცემი საკითხების ანალიზსა და გარჩევებში. დიდი არჩევანის წინაშე დადგებით, მაგრამ სჯობს სერიოზული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიიღოთ. ნუ შეგაშინებთ გარშემო არსებული სიტუაცია და გაუგებრობა, თქვენ შეძლებთ ყოველივეს გაუმკლავდეთ და თქვენი თავით სასიამოვნოდ გაოცებულიც დარჩებით. დადგა დრო უკან მოიტოვოთ თქვენი მოძველებული შეხედულებები ცხოვრებაზე და შეიცვალოთ, გარდასახოთ მსოფლხედველობა. მშვილდოსანი კოლეგებთან მოლაპარაკებებისა და გარჩევების ალბათობაა, შესაძლოა მოგიწიოთ გამგზავრება საქმისათვის. ცდუნებებისა და ილუზიების დიდი ალბათობაა, იყავით ყურადღებით რათა ხაფანგში არ აღმოჩნდეთ. ბევრი შრომა და ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა შეასრულოთ თქვენთვის დაკისრებული სამუშაო, არ გამოიწვიოთ ხელმძღვანელთა უკმაყოფილება და ჩრდილი არ მიაყენოთ თქვენს ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს. დაგეგმეთ სამომავლო სტრატეგია, ცვლილებები შეიტანეთ თქვენს პირად ცხოვრებასა და სამსახურეობრივ საქმიანობაში.