- ივნისი 08, 2026
ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
- მარტი 26, 2025
- , პოლიტიკა
ფარერების ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ივნისში მათი გუნდი ამხანაგურად საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 5 ივნისს ჩვენს ქვეყანაში შედგება. მოგეხსენებათ, "ჯვაროსნებმა" ივნისში 2 ამხანაგური მატჩი უნდა გამართონ, მეორე მეტოქის ვინაობა კი ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ფარერებს ისტორიაში ორჯერ დაუპირისპირდა. 2008 წლის მსოვლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაშინ კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა გასვლაზე 6:0 მოიგო, საკუთარ მოედანზე კი მეტოქეს 3:1 აჯობა. წყარო: sportall.ge