- ივნისი 08, 2026
ვისი რამდენი ვალი აქვს საქართველოს
- დეკემბერი 19, 2024
- , პოლიტიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მონაცემებით, 2024 წლის ნოემბრისთვის საქართველოს ყველაზე დიდი ვალი საფრანგეთის მართებს, შემდეგ მოდიან გემანია, იაპონია... საფრანგეთი _ 770,3 მილიონი დოლარი; გერმანია _ 568,4 მილიონი დოლარი; იაპონია _ 125,8 მილიონი დოლარი; ავსტრია _ 11,1 მილიონი დოლარი; ქუვეიტი _ 10,08 მილიონი დოლარი. გარდა ამისა, საქართველოს აქვს რუსეთის ვალი 7,870 მილიონი დოლარი; თურქეთის _ 2,242 მილიონი დოლარი; ყაზახეთის _ 1,252 მილიონი დოლარი... რაც შეეხება მსხვილი საბანკო სექტორის ვალებს, 2024 წლის ნოემბრის მონაცმებით მონაცემები ასეთია: აზიის განვითარების ბანკი _ 2,263 მილიარდი დოლარი; მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი _ 1,633 მილიარდი დოლარი; ევროპის საინვესტიციო ბანკი _ 1,081 მილიარდი დოლარი; მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია _ 488,4 მილიონი დოლარი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი _ 177,4 მილიონი დოლარი. ასე რომ, 2024 წლის ნოემბრისთვის საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი შეადგენს 8,642 მილიარდ დოლარს (24,021 მილიარდი ლარი დღევანდელი კურსით). ეს 3,513 მილიონი დოლარით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიდთან შედარებით. წყარო: bizzone.info