შაბათი, ივლისი 18, 2026

ვის შეეხო საკადრო ცვლილებები მთავრობაში


ვის შეეხო საკადრო ცვლილებები მთავრობაში

საკადრო ცვლილებები მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის გარდა მთავრობის ადმინისტრაციასაც შეეხო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაბცხადებით, ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, რომელიც აქამდე თბილისის საკრებულოს წევრი იყო. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურა აბაშიძე. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია