შაბათი, ივლისი 18, 2026

ვის სანქცირებას ითვალისწინებს აშშ-ის MEGOBARI აქტი _ სია


ვის სანქცირებას ითვალისწინებს აშშ-ის MEGOBARI აქტი _ სია

ვის სანქცირებას ითვალისწინებს აშშ-ის MEGOBARI აქტი, რომლის კენჭისყრაც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის დროით 18:30 საათზეა დაგეგმილი (თბილისის დროით 02:30). დოკუმენტში წერია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება: 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებული ყველა პირი; მოქმედ მაღალჩინოსნებს; მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ; ასევე მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა... ცნობისთვის, MEGOBARI აქტი კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენებთან - სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ უიზისთან ერთად წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია