- ივნისი 08, 2026
ვის გაუმართლებს დღეს _ 2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ივნისი 01, 2023
- , პოლიტიკა
თქვენს საქმიანობაში გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო მოსალოდნელია შეფერხებები. იმისათვის რომ გაუმკლავდეთ სტრესს და აიმაღლოთ ენერგოტონუსი კარგი იქნება დრო დაუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშს. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას, შეეცადეთ დაისვენოთ მათთან ერთად, განსაკუთრებით კი იზრუნეთ ოჯახის უფროს წევრებზე, ახლა მათ თქვენი ყურადღება ძალიან სჭირდებათ. ოპტიმიზმი დაგეხმარებათ ტოქსიური ურთიერთობების დასრულებასა და არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან ბრძოლაში. კარგი დროა რელაქსაციისა და დასვენებისთვის. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებსა და ნეგატიურ გარემოს, იყავით ყურადღებით საკუთარი ჯანმრთელობისა და ფსიქოემოციური განწყობის მიმართ, თვალი ადევნეთ მნიშნელოვან საქმეებს. სწორად განალაგეთ პრიორიტეტები და მოემზადეთ ამბიციური ოცნებებისა და გეგმების რეალიზაციისთვის, წინ საკმაოდ პერსპექტიული ამბები გელით. ახლა არ იქნება სასურველი ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ სასიკეთოა დრო საკუთარი ლიდერული თვისებების გაუმჯობესებისთვის, რაც დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და ავტორიტეტის მოხვეჭაში. სასურველია დაკავდეთ საოჯახო საქმეებით, ეს დაგეხმარებათ ირგვლივ სასიამოვნო გარემოს შექმნაში, გაათავისუფლეთ სივრცე ზემეტი, მოძველებული და დაზიანებული ნივთებისგან, გააჯანსაღეთ თქვენი საცხოვრებელის ენერგეტიკა. იმისათვის, რომ განახორციელოთ თქვენი მიზნები, საიდუმლოდ შინახეთ სამოქმედო გეგმა და მტკიცედ მიჰყევით არჩეულ გზას. წარმატებისთვის გამოიყენეთ თქვენი თილისმა. მშვილდოსანი აკონტროლეთ თქვენი ემოციები ახლობლებისა და გარშემომყოფების მიმართ, ერიდეთ აკვიატებულ და დეპრესიულ აზრებს. ახალი კავშირებისა და საინტერესო ურთიერთობების დღეა. მძაფრდება თქვენი ინტუიცია, შესაძლოა დაინტერესდეთ რაიმე ახლის შესწავლით ან გადაწყვიტოთ ცოდნის გაღრმავება. დიდია დღეს გაუგებრობებისა და კონფლიქტების ალბათობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი გეგმების ნგრევა. იყავით ყურადღებით მგზავრობის დროს. თუ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენთ და ფრთხილად იმოქმედებთ შეძლებთ თავიდან აიცილოთ სიძნელეები და მატერიალური სახის დანაკარგები.