- ივნისი 08, 2026
ვის გადასცემს მერია სააღდგომოდ სასურსათო კალათას და რა პროდუქტები იქნება კალათაში
- აპრილი 01, 2023
- , პოლიტიკა
სოციალურად დაუცველ, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომოდ სასურსათო კალათას გადასცემს თბილისის მერია. ნობათი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით სასადილოებში გაიცემა. მერიის ინფორმაციით, 1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტია გათვალისწინებული, 2-3-სულიან ოჯახზე - 2 სასაჩუქრე პაკეტი, 4-5-სულიან ოჯახზე - 3 სასაჩუქრე პაკეტი, 6-7-სულიან ოჯახზე - 4 სასაჩუქრე პაკეტი, 8-9-სულიან ოჯახზე - 5, 10-11-სულიან ოჯახზე - 6 სასაჩუქრე პაკეტი, 12-13-სულიან ოჯახზე - 7 სასაჩუქრე პაკეტი, 14-15-სულიან ოჯახზე - 8, ხოლო 16-სულიან ოჯახზე 9 სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა. თითოეულ პაკეტში შედის: სააღდგომო პასკა, არა ნაკლებ 900 გრამისა კვერცხი - 10 ცალი წითელი, მშრალი ღვინო - 0,75 მლ-იანი შოკოლადის კანფეტი - 1 კილოგრამი კარამელის კანფეტი - 1 კილოგრამი გაყინული ქათამი - წონა არა ნაკლებ 900 გრამისა ნაღების კარაქი - არანაკლებ 200 გრამისა მცენარეული ზეთი, რაფინირებული ხმელი ლობიო - 900-გრამიანი პაკეტით წყარო: mshoblebi.ge