შაბათი, ივლისი 18, 2026

ვიქტორ ჰიუგოს გოლი და “ბახმაროს“ მორიგი გამარჯვება


ვიქტორ ჰიუგოს გოლი და “ბახმაროს“ მორიგი გამარჯვება

დღეს, ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნორში ჩოხატაურის „ბამახრომ“ „დიდუბეს“ უმასპინძლა. შეხვედრა „ბახმაროს“ უპირატესობით წარიმართა და ჩოხატაურელი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში 85-ე წუთზე გიორგი ხვადაგიანმა გახსნა, ხოლო 90 წუთს დამატებულ მე-3 წუთზე ვიქტორ ჰიუგომ „ბახმაროს“ გამარჯვება საბოლოოდ გააფორმა. მომავალ, 22-ე ტურში, „ბახმარო“ ტყიბულში, ადგილობრივ „მეშახტეს“ შეხვდება. დღეის მდგომარეობით, ჩოხატაურის „ბახმარო“ 27 ქულით, ლიგა 3-ში მე-10 ადგილზეა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია