- ივნისი 08, 2026
ვინ უხელმძღვანელებს კოალიციის „ცვლილებებისთვის“ საარჩევნო შტაბებს გურიაში
- აგვისტო 21, 2024
- , პოლიტიკა
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა დღეს ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში საარჩევნო შტაბები გახსნეს _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შტაბის ხელმძღვანელი რობერტ წილოსანი იქნება, ოზურგეთის შტაბს მამია გოგუაძე უხელმძღვანელებს, ჩოხატაურისას _ ბაჩო ახალაძე, მთლიანად გურიის შტაბს კი ირინა ინარიძე. ბაჩო ახალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია _ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ შევიდა საკრებულოში და წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და მისი წევრი იყო; მამუკა გოგუაძე, ოზურგეთში ბეგი სიორიძის მერობის დროს იყო კლუბ „მერცხალის“ დირექტორი, შემდეგ კი სოფელ დვაბზუს რწმუნებული; რობერტ წილოსანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში ყოფნის დროს. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ გურიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირინა ინარიძე იქნება. ის წლების წინ ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი იყო, იყო წინა ხელისუფლების დროს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა, ხოლო კონსტანტინე შარაშენიძის მერობის დროს მაღალ თანამდებობას იკავებდა. ის ერთ-ერთია იმ გათავისუფლებულთა შორის, რომლებიც ავთანდილ თალაკვაძის მერობის პერიოდში გაათავისუფლეს სამსახურიდან. სამივე ოფისების გახსნას კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. კოალიციაში „ცვლილებებისთვის“ ამ ეტაპზე გაერთიანებულნიი არიან „გირჩის“, „დროას“, „ახალის“, „რესპუბლიკელების“ და ორგანიზაცია „სალამი“-ის წევრები და მხარდამჭერები. [simple-author-box]