- ივნისი 08, 2026
ვინ წარადგინეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე
- თებერვალი 01, 2024
- , პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრობის კანდადიდატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოსტს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარი სურვილით ტოვებს. "თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა“, განაცხადა კობახიძემ. ინფორმაციისთვის, ირაკლი ჩიქოვანი პროფესიით იურისტია. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. იყო პრმიერ-მინისტრ გორგი გახარიას მრჩვეელი საერთაშორისო ურთიერთობებში და შეთავსებით ეკავა პრესსპიკერის პოსტიც. 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად. მან ხმათა 48,24% (26 085 ხმა) მიიღო და გავიდა მეორე ტურში, სადაც ხმათა 93,88% (31 678 ხმა) მიიღო. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2023 წლის 16 ნოემბრიდან დღემდე კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა.