- ივნისი 08, 2026
ვინ რომელი ფრაქცია და კომისია ჩაიბარა ჩოხატაურის საკრებულოში
- დეკემბერი 03, 2021
- , პოლიტიკა
ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეებისა, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს. თანამდებობები კი ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებში შემდეგნაირად გადანაწილდა. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია _ მარინე ბერაძე; საფინანსო-საბიუჯეტო კომისია _ ვლადიმერ სიხარულიძე; ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისია _ აკაკი ყაჭეიშვილი; სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია _ ზვიად მამალაძე; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია _ ბიძინა ცინცაძე ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, თავმჯდომარე _ ლაშა თოლორდავა; ფრაქცია ,,ჩოხატაური საქართველოსთვის“, თავმჯდომარე _ გოგი ბოლქვაძე; ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავმჯდომარე _ დიმიტრი კორიფაძე. შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა გახდა, რომლის პირველი მოადგილე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაალ მამალაძე იქნება, მოადგილეები კი, დავით გუდავაძე და ჯუბა ბერძენიშვილი იქნებიან.