შაბათი, ივლისი 18, 2026

ვინ იმარჯვებს პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში


ვინ იმარჯვებს  პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში

პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები გამოაცხადა. შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს 40,17%-ით. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“ – 26,55%-ით. შემდეგ მოდის „მესამე გზა“ 13,66%-ით, მემარცხენეები – 8,34%-ით, კონფედერაცია – 7,35%-ით. ინფორმაციისთვის, ეს არის პირველი ოფიალური მონაცემები, რომელსაც პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნების 10,3%-ის დათვლის საფუძველზე ავრცელებს. ამავდროულად, გამოკითხვის სააგენტო Ipsos-მა ორშაბათს დილით გამოაქვეყნა ე.წ. გვიანი ეგზიტპოლი, რომელიც აერთიანებს კვირას ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს და დათვლილ ხმების 50%-ს. მან აჩვენა, რომ მმართველი ნაციონალისტური კონსერვატიული პარტია "კანონი და სამართლიანობა" ხმების 36,6%-ით ლიდერობს, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით 31% აქვს, ცენტრისტული კოალიცია მესამე გზა 13,5%, მემარცხენე პარტია 8,6% და შორს მარჯვენა კონფედერაცია 6,4%.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია